პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რამდენიმე დღეში რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო იზოლირების პროცესს დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუსტაფა ნაიმემ განაცხადა.
„გასულ კვირას, ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ჩვენს კოლეგებს თხოვნით, რომ რუსეთთან შეაჩერონ სატრანსპორტო მიმოსვლა. მადლობა ჩამოთვლილი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებს.რეაქცია მყისიერია. ველით საბოლოო შედეგს“, - აცხადებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ამ პროცესს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები სავარაუდოდ უახლოეს 48-72 საათში დაიწყებენ.
მუსტაფა ნაიმეს თქმით, დადებით გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსეთის ფედერეაციისა და ბელორუსის საზღვრები დაიხურება და ავტომიმოსვლა და სატრანსპორტო გადაზიდვები შეუძლებელი გახდება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის